понедельник, 24 марта 2014 г.

მე-19 საუკუნის ქარული, ხალხური ხელოვნება

რაც გინახავს, ვეღარ ნახავ - პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი

სახელი და გვარი:  ნათია მაკრახიძე

რაიონი : გორის რაიონი

სკოლა : სსიპ მე-9 საჯარო სკოლა

ქალაქი : გორი

პროექტის მიმოხილვა

პროექტის სათაური

,,რაც გინახავს , ვეღარ ნახავ“: მე-19 საუკუნის ქართული , ხალხური ხელოვნება

პროექტის შინაარსი

მე-19 საუკუნის საქართველოს არქიტექტურისა და ხელოვნების უკეთ გასაგებად მოსწავლეები იკვლევენ იმდროინდელ საქართველოს ისტორიულ და კულტურულ ფონს.ფილმის - ,,რაც გინახავს ,ვეღარ ნახავ“ ყურების შემდეგ ისინი ფილმში გამოყენებულ თემებსა და საკითხებს თანამედროვე ცხოვრებასთან დაკავშირებით იყენებენ და ცდილობენ ,გადაწყვიტონ საუკუნოვანი პრობლემა, როგორიც არის თავადაზნაურობისა და გლეხების   ურთიერთობა,სტატუსით და  სიძულვილით გამოწვეულ დანაშაულთან/ძალადობასთან ბრძოლა.  მოსწავლეები გუნდებად მუშაობენ და შერჩეულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნიან მიზნობრივ გეგმებსა და პროდუქტს, საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენის მიზნით. ყოველი გუნდი იკვლევს საზოგადოების საჭიროებებს და რესურსებს და განსაზღვრავს მოქმედების კურსს.

საგანი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

დონე/კლასი  

მე-9

აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები

პრობლემის გადაწყვეტა, შეფასება, ანალიზი

განხორციელების დროის ჩარჩო

2 კვირა პროექტისთვის, დამატებით 1 კვირა საბოლოო პროექტისთვის, იმის მიხედვით, თუ რამდენი დრო დარჩება კლასში, როგორი იქნება მოსწავლეთა პროექტების სიღრმე/კომპლექსურობა და დაესწრება თუ არა პრეზენტაციას აუდიტორია, რომელსაც მოსწავლეებმა პროექტები უნდა წარუდგინონ. 

პროექტის საფუძვლები

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
ს.გ.IX.3. მოსწავლეს სეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო
  • გეგმავს სამუშაოს შესრულების ოპტიმალურ დროს, შემსრულებელთა რაოდენობას და ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას/ფუნქციებს / მოვალეობებს;
  • გეგმავს , რა მატერიალური რესურსები დასჭირდება შესასრულებელ სამუშაოს და როგორ მოიძიებს ამ რესურსებს;

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ს.გ.IX.4 მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
  • წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ნამუშევარს
  • გამოთქვამს მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულების შესახებ და ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი აზრი
ხელოვნების აღქმა კონტექსტში
 ს.გ.IX.7 მოსწავლე იკვლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ შესახებ
  • იკვლევს რა მსგავსება და განსხვავებაა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს შორის


მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ
·         ფილმის ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ მიხედვით XIXს-ს საქართველოს ყოფის დახასიათებას.
·         გააანალიზონ დამოკიდებულება სხვადასხვა პერსონაჟებს შორის და ამ დამოკიდებულების გავლენას სიუჟეტზე.
·         გააანალიზონ ფილმში გამოხატული მოქმედებები, თემები და სოციალური პრობლემები.
·         ხელოვნების ნიმუშებში საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ნიშნების ამოცნობას.
·         გამოიყენონ სხვადასხვა ლიტერატურული მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის გადასაცემად.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი  შეკითხვები
როგორ გვეხმარება ხელოვნება ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?

თემატური შეკითხვები
·         მართავს თუ არა სტატუსი ადამიანის ცხოვრებას?
·         როგორ აღიქვამთ მე-19 ს-ს ქართულ ხალხურ ხელოვნებას?

შინაარსობრივი შეკითხვები
·         რას ნიშნავს ხატოვანება და როგორ იყენებს მას რეჟისორი ფილმში მაყურებლისათვის დამაჯერებელი და ძლიერი შეტყობინების გადასაცემად?
·         XIX ს-ს საქართველოს  რომელი თემები და პრობლემებია დღესაც კი აქტუალური?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე

მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე
და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის
დასრულების შემდეგ



გამოკითხვა




კითხვარი

შესასრულებელი
დავალებების ჟურნალი

გამოკითხვა

შესასრულებელი
დავალებების ჟურნალი


სამოქმედო გეგმა

თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა



პრეზენტაცია

ქულობრივი შეფასების გზამკვლევი



კითხვარი
შესრულებული
დავალებების ჟურნალი

გააზრება



შეფასების შეჯამება

პროექტის განმავლობაში მასწავლებელმა გამოიყენოს გამოკითხვა მოსწავლეების მიერ სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი კითხვების და ფილმთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი კითხვების გაცნობიერების შესამოწმებლად. განსაზღვროს მოსწავლეების საბაზისო ცოდნა და დაეხმაროს მათ გაიხსენონ რა იციან მე-19 ს-ს ქართული ხელოვნების  შესახებ.პერიოდულად განიხილოს რამდენად კარგად შეისწავლეს მთავარი პერსონაჟრბის ხასიათი, ყოფითი გარემო და მოქმედების ადგილი. ამისათვის გამოიყენოს ვენის დიაგრამა   მოსწავლეებს სთხოვოს გამოიყენონ სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვის და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება. გეგმა შეუიძლია გამოიყენოს მათი ნამუშევრის საბოლოო შეფასებისთვისაც. პრეზენტაციების მომზადებისას მოსწავლეებმა, ასევე, უნდა გამოიყენონ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი. საბოლოო პრეზენტაციების დასრულებამდე გამართონ მასწავლებლის და თანაკლასელთა კონფერენციები უკუკავშირის გაზიარებისთვის. მოსწავლეებს სთხოვოს  თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა გამოიყენონ ერთმანეთის შეფასების დასაფიქსირებლად. ეს მათ პროექტის დახვეწაში დაეხმარება.
საბოლოო პროექტების შესაფასებლად გამოიყენოს პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი და შესწორებები შეიტანოს ჯგუფებისთვის დაწერილ ქულებში ინდივიდუალური მუშაობის მიხედვით. შეაფასოს მოსწავლეთა მონაწილეობა საბოლოო დისკუსიაში მთავარ კითხვაზე: როგორ გვეხმარება ხელოვნება ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?

·         კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
·         შემოქმედებითობის უნარ-ჩვევები
·         ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
·         ტექნიკური უნარ-ჩვევები

სასწავლო პროცედურები

წლის დასაწყისი
გავმართოთ დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ ვლინდება ხელოვნების ნიმუშებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, როგორ „აცოცხლებს“  ძველი ეპოქის პერსონაჟებს ნაწარმოები? რომელ პერსონაჟებთან დაინახავენ საკუთარი თავის მსგავსებას მოსწავლეები? რა როლს ასრულებს ამბის თხრობა ჩვენს ცხოვრებაში?  შემდეგ წარადგინონ ზოგადი კითხვა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იქნება განხილვის საგანი:  როგორ გვეხმარება ხელოვნება ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში? ისაუბრონ იმის შესახებ, თუ მიმდინარე წლის განმავლობაში შესწავლილი პროექტები როგორ დაეხმარება მოსწავლეებს პასუხი გასცენ მთავარ კითხვას. 
ვიმუშავოთ მთელ კლასთან ერთად ან ჯგუფებად დავყოთ მოსწავლეები და ვთხოვოთ შეავსონ ვენის დიაგრამა და მოიფიქრონ, რა განსხვავებაა წინა საუკუნეების და თანამედროვე ხელოვნებას შორის.
,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ - ფილმის ჩვენება
მთელ კლასთან ერთად  მოვაწყოთ ფილმის ჩვენება , გამოვყოთ მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები , რაც მოსწავლეებს დაეხმარება იმდროინდელი საქართველოს უკეთ გაცნობაში, რათა მიმართულება მივცეთ მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებაში და გამოვავლინოთ მოსწავლეების დამოკიდებულება და საკითხის ირგვლივ შესაძლო არასწორი წარმოდგენები. განვაგრძოთ დისკუსია და განვიხილოთ, თუ როგორ ხედავენ მოსწავლეები ძველი ეპოქის გავლენას თანამედროვე ხელოვნებაზე.
ფილმის შესახებ დისკუსიის წამოწყებისთვის შეიძლება გამოგადგეთ შემდეგი კითხვები:
  • როგორ ხედავთ მე-19 ს-ს საქართველოს?
  • რა ფორმით ვლინდება მე-19 ს-ს ქართული საერო არქიტექრურა და ხალხური ხელოვნება?
  • როგორ აძლიერებს ფილმის  განწყობას პერსონაჟების ხატოვნება?
ვკითხოთ მოსწავლეებს ფილმში რომელ ეპიზოდში ჩანს ხალხური ხელოვნება?
შევამოწმოთ რამდენად ღრმად გაიაზრეს მოსწავლეებმა ფილმი. ამისათვის მათ  დავალებად მივცეთ გამოფენის მოწყობა თემაზე: მე-19 ს-ს ქართული ,ხალხური ხელოვნება. გამოფენისთვის მათ უნდა მოიძიონ ვიზუალური მასალა ,სადაც ასახული იქნება იმ პერიოდის საქართველო.
საბოლოო პროექტისთვის მოსამზადებლად ჩავატაროთ გონებრივი იერიში ფილმში არსებული იმ სოციალური საკითხების შესახებ, რომელიც დღესაც აქტუალურია.

საბოლოო პროექტი
განვიხილოთ გონებრივი იერიშის მეთოდი დასახელებული სოციალური პრობლემები და მოსწავლეებს ვთხოვოთ დაუკავშირონ დღევანდელ საზოგადოებას.
დაწვრილებით განვიხილოთ საბოლოო პროექტი, სადაც მოსწავლეებმა თანამედროვე ცხოვრებაში უნდა გადმოიტანონ ფილმში არსებული თემები და საკითხები . მოსწავლეებს ავუხსენათ, რომ კვლევის შედეგები და პრობლემების გადაჭრის გზები აუდიტორიას უნდა წარუდგინონ  და უნდა შექმნან პროდუქტი, რომელიც მათ ძირითად მოსაზრებებს დაადასტურებს, მაგალითად,  პრეზენტაცია, ბროშურა,
დავყოთ მოსწავლეები ჯგუფებად და ვთხოვოთ მათ ჩაატარონ გონებრივი იერიში პროექტის საკითხების, ფორმატისა და აუდიტორიის შესახებ. განიხილონ სამოქმედო გეგმის კომპონენტები და შექმნან სამოქმედო გეგმა, რომლითაც პროექტზე მუშაობისას იხელმძღვანელებენ. მოსწავლეებს ავუხსნათ რომ ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვის და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება დადებითი შედეგის მიღწევაში -  სკოლაში, საზოგადოებაში ან ზოგადად, ცხოვრებაში.
კვლევის ეტაპზე მოსწავლეებს ვთხოვოთ თვალი მიადევნონ რესურსებს  და განსაზღვრონ მოქმედების კურსი. ზოგიერთ მათგანს შეიძლება დაჭირდეს კვლევის ფორმა, რომელიც მათ სამუშაოს ორგანიზებაში დაეხმარება. პროექტის დასაწყისში დავარიგოთ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი, რათა მოსწავლეებმა შეძლონ თვითშეფასების განხორციელება თავიანთი მოსაზრებების და შესაბამისი პროდუქტების წარდგენის შემდეგ.
ვუჩვენოთ მოსწავლეებს პროექტის მაგალითი, რათა მათ წარმოდგენა შეექმნათ პროექტის შინაარსზე, მაგრამ მაგალითების წარდგენაზე ძალიან დიდ დროს ნუ დავხარჯავთ.
პროექტის მიმდინარეობისას პერიოდულად შევხვდეთ თითოეულ ჯგუფს და განვიხილოთ მათი სამოქმედო გეგმა, რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარმართონ. როცა ყველა ჯგუფს შევხვდებით ინდივიდუალურად, ვთხოვოთ მათ ერთმანეთსაც შეხვდნენ უკუკავშირის მისაღებად.
მას შემდეგ, რაც ყველა გუნდი წარდგება შესაბამისი აუდიტორიის წინაშე, გავმართოთ საკლასო სხდომა - ან საღამოს შეკრება, რომელსაც მშობლები და სკოლის დირექცია დაესწრებიან. შეხვედრაზე განვიხილოთ მოსწავლეთა მიერ მიღებული გამოცდილება, მათი პრეზენტაციები. გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები. პროექტთან დაკავშირებული დისკუსია დავასრულოთ მოსწავლეების ნააზრევის შეჯამებით ძირითადი შეკითხვის შესახებ: როგორ გვეხმარება ხელოვნება ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?

დიფერენცირებული სწავლება


სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები
·         დაურიგეთ ზოგიერთი პროდუქტის შაბლონი, როგორიც არის, მაგალითად, ფოტოები
·         დაურიგოთ შესავსები სამუშაო ფურცლები სიუჟეტის შესახებ. ეს მათ პერსონაჟებისა და მოქმედების დამახსოვრებას გაუმარტივებს.
·         ნება დავრთოთ აირჩიოს საბოლოო პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად.






მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები



პროექტისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიები -პროგრამული უზრუნველყოფა


ნაბეჭდი მასალა      


·         ყურადღება მივაქციოთ, რომ საბოლოო პროექტი საზოგადოებრივი პროექტების და პროგრამების ფართო სპექტრს ითვალისწინებს, რაც ნიჭიერი მოსწავლეების შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა.
·         წავახალისოთ, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ.

  კომპიუტერი, ინტერნეტკავშირი, პროექტორი, ფოტო კამერა



ინტერნეტ ვებბრაუზერი, ვორდის პროგრამა



სხვადასხვა მწერლების  პიესები და პროზაული ნაწარმოებები, სადაც იგივე პრობლემა იქნებაწამოჭრილი, ქართული მხატვრების იმდროინდელი საქართველოს ამსახველი ნამუშევრებში. ფოტო მასალა კოსტიუმების, დიზაინის და დეკორაციების ამსახველი სიუჟეტით.